კონტენტზე გადასვლა

გუნდი

  • ლიკა

    ლიკა გულუა

    Founder & CEO

    ლიკა გულუას კვების ინდუსტრიაში 11+ წლიანი გამოცდილება და ათეულობით განხორციელებული პროექტი აქვს. მისი პროფესიული გამოცდილება აერთიანებს სამზარეულოს განვითარებას, მენიუს შექმნას, ოპერაციული პროცესების მართვასა და გუნდების გადამზადებას. STAGER-ის იდეა სწორედ ამ გამოცდილებიდან დაიბადა — სურვილიდან, კულინარიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კვების ბიზნესებისთვის რეალურ, მოქმედ გადაწყვეტილებებად ქცეულიყო. „წლების განმავლობაში ვხედავდი, რამდენი კარგი იდეა იკარგება მაშინ, როცა მენიუ, სამზარეულო, გუნდი და პროცესები ერთმანეთთან სწორად არ არის დაკავშირებული. STAGER სწორედ ამ გამოცდილებიდან შეიქმნა — სივრცედ, სადაც ცოდნას პრაქტიკაში ვაქცევთ და კვების ბიზნესებს უკეთ მუშაობაში ვეხმარებით.“

  • sofia

    სოფია ისაკაძე

    Chief Marketing Officer

    სოფია ისაკაძე მარკეტინგის სფეროში 10+ წლიანი გამოცდილებით და ტურიზმისა და HORECA სექტორის მრავალწლიანი პრაქტიკით STAGER-ის მარკეტინგულ და საკომუნიკაციო მიმართულებას უძღვება. მის გამოცდილებაშია საერთაშორისო სატელევიზიო ფორმატებზე მუშაობა, რესტორნებისა და სასტუმროების მარკეტინგი, ბრენდის განვითარება და კომუნიკაციის სტრატეგია. „STAGER-ის იდეის შესახებ რომ გავიგე, გადაწყვეტილების მიღება დიდხანს არ მიფიქრია. მჯერა, ეს არის საქმე, რომელიც მხოლოდ კონკრეტული პროექტების განვითარებას არ ემსახურება — მას შეუძლია, ჩვენი მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებაში შეიტანოს წვლილი. მოხარული ვიქნები, თუ ამ გზაზე ჩემი წვლილიც ექნება.